|
საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტთა საყურადღებოდ!
განცხადება
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების "საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ" თანახმად, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები განხორციელდება 2011 წლის განმავლობაში ეტაპობრივად:
პირველ ეტაპზე 2 აპრილიდან: ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების არსებული გეოგრაფიული ზონების სხვადასხვა ფორმატის კოდები შეიცვლება ახალი ერთგვაროვანი ფორმატის გეოგრაფიულ კოდებით.
გარდამავალ ეტაპზე, მიმდინარე წლის 2 აპრილიდან 25 აპრილის 24:00 საათამდე უზრუნველყოფილი იქნება არსებული და ახალი გეოგრაფიული ზონების კოდების თანამოქმედება.
ხოლო მიმდინარე წლის 25 აპრილის შემდეგ კი მოქმედებაში იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ზონების ახალი კოდები.
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების გეოგრაფიული ნუმერაციის ზონების არსებული და ახალი კოდები შემდეგია:
| N |
ქალაქი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი |
არსებული კოდები |
არსებული კოდები |
| საქალაქთაშორისო კავშირისთვის |
შემომავალი საერთაშორისო კავშირისთვის |
| 1 |
თბილისი |
22 |
32 |
32 |
| 2 |
აბაშა |
212 |
312 |
412 |
| 3 |
ადიგენი |
266 |
366 |
366 |
| 4 |
ამბროლაური |
239 |
339 |
439 |
| 5 |
ასპინძა |
264 |
364 |
364 |
| 6 |
ახალგორი |
242 |
342 |
342 |
| 7 |
ახალქალაქი |
262 |
362 |
362 |
| 8 |
ახალციხე |
265 |
365 |
365 |
| 9 |
ახმეტა |
249 |
349 |
349 |
| 10 |
ბათუმი |
88222 |
222 |
422 |
| 11 |
ბაღდათი |
234 |
334 |
434 |
| 12 |
ბოლნისი |
258 |
358 |
358 |
| 13 |
ბორჯომი |
267 |
367 |
367 |
| 14 |
გაგრა |
443 |
443 |
443 |
| 15 |
გალი |
447 |
447 |
447 |
| 16 |
გარდაბანი |
272 |
372 |
372 |
| 17 |
გორი |
270 |
370 |
370 |
| 18 |
გუდაუთა |
444 |
444 |
444 |
| 19 |
გულრიფში |
448 |
448 |
448 |
| 20 |
გურჯაანი |
253 |
353 |
353 |
| 21 |
დედოფლისწყარო |
256 |
356 |
356 |
| 22 |
დმანისი |
260 |
360 |
360 |
| 23 |
დუშეთი |
246 |
346 |
346 |
| 24 |
ვანი |
232 |
332 |
432 |
| 25 |
ზესტაფონი |
292 |
392 |
492 |
| 26 |
ზუგდიდი |
215 |
315 |
415 |
| 27 |
თეთრიწყარო |
259 |
359 |
359 |
| 28 |
თელავი |
250 |
350 |
350 |
| 29 |
თერჯოლა |
291 |
391 |
491 |
| 30 |
თიანეთი |
248 |
348 |
348 |
| 31 |
თიღვი |
- |
- |
374 |
| 32 |
კასპი |
271 |
371 |
371 |
| 33 |
ლანჩხუთი |
210 |
310 |
494 |
| 34 |
ლაგოდეხი |
254 |
354 |
354 |
| 35 |
ლენტეხი |
237 |
337 |
437 |
| 36 |
მარნეული |
257 |
357 |
357 |
| 37 |
მარტვილი |
218 |
318 |
418 |
| 38 |
მესტია |
- |
- |
410 |
| 39 |
მცხეთა |
273 |
373 |
373 |
| 40 |
ნინოწმინდა |
261 |
361 |
361 |
| 41 |
ონი |
- |
- |
473 |
| 42 |
ოზურგეთი |
296 |
396 |
496 |
| 43 |
ოჩამჩირე |
445 |
445 |
445 |
| 44 |
რუსთავი |
24 |
34 |
341 |
| 45 |
საგარეჯო |
251 |
351 |
351 |
| 46 |
სამტრედია |
211 |
311 |
411 |
| 47 |
საჩხერე |
235 |
335 |
435 |
| 48 |
სენაკი |
213 |
313 |
413 |
| 49 |
სიღნაღი |
255 |
355 |
355 |
| 50 |
სოხუმი |
442 |
442 |
442 |
| 51 |
სტეფანწმინდა |
245 |
345 |
345 |
| 52 |
ტყიბული |
297 |
397 |
497 |
| 53 |
ტყვარჩელი |
446 |
446 |
446 |
| 54 |
ფოთი |
293 |
393 |
493 |
| 55 |
ქარელი |
269 |
369 |
369 |
| 56 |
ქედა |
88235 |
235 |
425 |
| 57 |
ქობულეთი |
88236 |
236 |
426 |
| 58 |
ქუთაისი |
231 |
331 |
431 |
| 59 |
ყვარელი |
252 |
352 |
352 |
| 60 |
ჩოხატაური |
219 |
319 |
419 |
| 61 |
ჩხოროწყუ |
217 |
317 |
417 |
| 62 |
შუახევი |
88239 |
239 |
424 |
| 63 |
ცაგერი |
238 |
338 |
472 |
| 64 |
ცხინვალი |
244 |
344 |
344 |
| 65 |
წალენჯიხა |
216 |
316 |
416 |
| 66 |
წალკა |
263 |
363 |
363 |
| 67 |
წყალტუბო |
240 |
340 |
436 |
| 68 |
ჭიათურა |
279 |
379 |
479 |
| 69 |
ხარაგაული |
233 |
333 |
433 |
| 70 |
ხაშური |
268 |
368 |
368 |
| 71 |
ხობი |
214 |
314 |
414 |
| 72 |
ხონი |
295 |
395 |
495 |
| 73 |
ხულო |
88238 |
238 |
423 |
| 74 |
ხელვაჩაური |
88222 |
222 |
427 |
| 75 |
ჯავა |
- |
- |
347 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის განხორციელების წესი უცვლელი რჩება და ცვლილება შეეხება მხოლოდ საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების კოდებს, მაგალითად:
საქართველოს ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებიდან ქ.თბილისში დასარეკად გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს : პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი -8 და შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის ექვსნიშნა ნომერი - XX XXXX;
ქ.თბილისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს : პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი (მაგალითად : ქ.ბათუმში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ ქ.ბათუმის ახალი კოდი - 422 და ბათუმში გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი - X XX XX );
ქვეყნის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დასარეკად აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი (მაგალითად: ქ.რუსთავიდან ქ.სამტრედიაში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, ქ სამტრედიის ახალი კოდი-411 და ქ.სამტრედიაში გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი - X XX XX).
ფიჭური სისტემის მობილური რადიოსატელეფონო ქსელებიდან ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად გამომძახებელი აბონენტის მიერ იკრიფება: პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ნომერი (მაგალითად: ქ. თბილისში დასარეკად აკრეფილ უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და ა.შ.) ან მხოლოდ პრეფიქსი-8, შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის ექვსნიშნა ნომერი - XX XXXX).
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტი კრეფს: +, საქართველოს კოდს-995, გამოსაძახებელი ქალაქის ახალ კოდს და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს, (მაგალითად: საზღვარგარეთიდან ქ.ქუთაისში დასარეკად იკრიფება +, საქართველოს კოდი-995, ქ.ქუთაისის ახალი კოდი -431 და გამოსაძახებელი აბონენტის ხუთნიშნა ნომერი).
დამატებითი ცნობისთვის და ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:
- კომპანია "ახალი ქსელების" და "ახტელის" აბონენტებმა ტელეფონებზე - ქ.თბილისი-75 -75-75; 13-13-13; ქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-2-00-00.
საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა შემდგომი ეტაპების და ქსელების ნუმერაციაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულ იქნება დამატებით.
|